skip to content
ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 8 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.

შეხვედრაზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროშო, სადაც დიდი სახელმწიფოები საზღვრებს ძალისმიერი გზით არღვევენ“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში უკვე მეორედ მონაწილეობს. ჯგუფი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი ქვეყნის საჭიროებებისა და აშშ-სა და მისი მოკავშირეების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შეფასებაა.

ბურჭულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებას. „ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნები გამოხატავენ იმ მხარდაჭერას, რაც შეიძლება აღმოუჩინონ უკრაინას. რაც დრო გადის, უფრო მეტი ქვეყანა უერთდება ამ ჯგუფს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button