საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 12-13 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, რომლის ფარგლებშიც მან უკვე მიიღო მონაწილეობა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, ასევე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.
MoD Burchuladze is in Brussels ??. MoD already met w/ @jensstoltenberg ?? MoD Burchuladze will attend ?? Defense Contact Group meeting in Ramstein format where countries will discuss situation in Ukraine, current needs & support from #NATO member and partner states. pic.twitter.com/ITqahhfkc1
— MOD Georgia (@ModGovGe) October 12, 2022
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა
თავდაცვის მინისტრი 12 ოქტომბერს ბრიუსელში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. ჯგუფი უკრაინაში რუსეთის მიერ შეჭრის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი ქვეყნის საჭიროებების, ასევე აშშ-ის და მისი მოკავშირეების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შეფასებაა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მესამედ ჩატარდა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ „ეს ჯგუფი კვლავ ერთიანი და მტკიცეა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას როგორც დღევანდელი გადაუდებელი საჭიროებებისთვის, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“.
შეხვედრის შემდეგ, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს თემა ისევ რჩება აქტუალურად“.
„ჩვენ ვართ იმ გამომსვლელების სიაში, რომლებიც საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რაც გააჩნია დღეს ჩვენს რეგიონს, მთელს ევროპას და მთელს მსოფლიოს“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 ოქტომბერს ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრის დროს, თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები მიმოიხილა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყანას თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება.
მან მადლობა გადაუხადა ადმირალ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოში ინტეგრაციის გზაზე „მტკიცე მხარდაჭერისთვის“.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმღვანელი დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს, დევიდ კატლერსაც შეხვდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/09/2022 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
- 16/06/2022 – თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)