ახალი ამბები

სალივანი ზურაბიშვილს: „საქართველო არ უნდა იქცეს სანქციებისთვის თავის არიდების გზად“

„საქართველო არ უნდა იქცეს [რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო] სანქციებისთვის თავის არიდების ან გვერდის ავლის გზად“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩევლმა, ჯეიკ სალივანმა აშშ-ში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან 10 მარტს შეხვედრისას.

საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევაზე ბრალდებების გამო მთავრობის წარმომადგენლებს არაერთხელ მოუწიათ თავის მართლება და იმის თქმა, რომ საქართველო სანქციებს არ არღვევს. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებაში და ამ მიმართულებით ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

შეხვედრის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განაცხადებით, ჯეიკ სალივანი მიესალმა „საერთო ინტერესს“ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში და აღნიშნა დპრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების „ერთიანი და ინკლუზიური“ მიდგომით განხორციელების მიმართ.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა „საერთო შეშფოთება“ გამოხატეს „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციას და სტიგმატიზებას ისახავდა მიზნად. ამავე განცხადებით, სალივანი და ზურაბიშვილი მიესალმნენ ორი კანონპროექტის გაწვევის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button