ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე „აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე შეშფოთებას გამოხატავს 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ტოდ რობინსონმა, რომელიც საქართველოს სტუმრობს, შეშფოთება გამოხატა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტის თაობაზე და განაცხადა, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს, რომ იმუშაოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, რობინსონმა განაცხადა, რომ „აშკარაა, რომ ეს კანონი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულ ინტერესებს, რაც გულისხმობს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობას. ეს კანონი ნამდვილად არ უწყობს ამას ხელს. არ მიგვაჩნია, რომ ეს სწორია საქართველოსთვის რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებსაც არ მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის სწორია“.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობას, რათა „დავრწმუნდეთ, თუ რა არის მათი პრიორიტეტი და რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button