ახალი ამბები

დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს საქართველოს არ მიიღოს „უცხოეთის აგენტებზე“ კანონი

28 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა შეშფოთება გამოხატა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი რუსული ტიპის კანონპროექტის თაობაზე და განაცხადა, რომ მისი მიღების შემთხვევაში კანონს „სერიოზული მსუსხავი ეფექტი“ ექნება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე.

„კანონპროექტი, როგორც ჩანს, ცალკე სამართლებრივ რეჟიმს უწესებს ასეთ სუბიექტებს, რის შედეგადაც, ისინი ანგარიშგების დამატებით მოთხოვნებს, ინსპექტირებასა და სანქციებს ექვემდებარებიან. შეშფოთებული ვარ იმით, რომ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა რიგ პრობლემებს უქმნის ადამიანის უფლებებს, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით“, – ნათქვამია წერილში.

აღნიშნა რა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონმდებლობასთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა კომისარმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ეს ან სხვა მსგავსი კანონპროექტი და უზრუნველყოს მრავალფეროვანი და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეებში, ასევე ხელშემწყობი გარემო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების ფუნქციონირებისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button