ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ორგანო აფრთხილებს, რომ საქართველოს FARA სამოქალაქო საზოგადოებას „მძიმე და გაუმართლებელ“ ზიანს მიაყენებს

„არასამთავრობო ორგანიზაციების კანონზე ექსპერტთა საბჭომ“ (The Expert Council on NGO Law), რომელიც ევროსაბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის შემადგენელი ორგანოა, 25 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 1 აპრილს მიღებულ ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონზე მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კანონი სამოქალაქო საზოგადოებას „მძიმე და გაუმართლებელ“ ზიანს მიაყენებს და ამიტომ მისი გაუქმებაა საჭირო.

„ამ ვითარებაში, კანონის აღსრულება სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, შეუსაბამო იქნება ევროპის საბჭოს ამ წევრი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფართო სპექტრთან და, შესაბამისად, სრულიად მიუღებელი იქნება“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

This post is also available in: English

Back to top button