ახალი ამბები

ნედ პრაისი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს კვლავ აკრიტიკებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი რუსული ტიპის კანონპროექტზე.

„რაც შეეხება ახალ კანონს, ვფიქრობ, ამაზე ადრეც ვისაუბრე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ. ღრმად გვაშფოთებს მისი გავლენა საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება უშუალოდ საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა მან.

ნედ პრაისის თქმით, „ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზებას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებსაც სურთ უკეთესი მომავალი შექმნან თავიანთი საზოგადოებისთვის… მიგვაჩნია, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულებში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button