ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ
ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა „უცხოურის გავლენის აგენტების“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი გააკრიტიკეს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ კანონპროექტი „ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“. ნორვეგიის საგარეო უწყების თქმით, კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის ომხრივ თანამშრომლობაზე.
ნორვეგია საქართველოში რიგ პროექტებს აფინანსებს, რომლებიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას ოფისებში, სამუშაო ბაზარზე და საზოგადოებაში. ნორვეგიელი ინვესტორები საქართველოში რამდენიმე სფეროში არიან ჩართულნი, მათ შორისაა: მწვანე ენერგიის პროექტები (კერძოდ, ჰიდროენერგეტიკა), ტრანსპორტი და გადაზიდვები, ასევე თევზის რეწვა. ნორვეგიის ელჩმა საქართველოში, ჰელენე სანდ ანდრესენმა განაცხადა, რომ ნორვეგიის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში საქართველოს მხარდაჭერას, 2023 წელსაც შენარჩუნდება. მისი თქმით, ნორვეგია ამ ისტორიული გადაწყვეტილების გზაზე საქართველოს ახლო პარტნიორად და მხარდამჭერად დარჩება.
Disturbed by ??draft law defining CSOs as “foreign agents”. Against Georgian people’s steadfast European aspirations and int. #HumanRights obligations.
Will negatively affect ??norw-georgian cooperation??. ??urges lawmakers to act in the interest of ??democracy #NorwayinGeorgia— Norway MFA (@NorwayMFA) February 25, 2023
ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გამო და განაცხადა, რომ ნიდერლანდების საელჩო არის მთავარი დონორი და „არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერი“. მოგვიანებით, მან დაწერა Twitter-ზე: „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედიის თავისუფლება გადამწყვეტია საქართველოს რეფორმების პროცესში და კვლავ მიიღებს ნიდერლანდების სრულ მხარდაჭერას. კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის მისწრაფებებს, მის ნორმებსა და ღირებულებებს“.
Strong civil society & media freedom are crucial in ?? reform process and will continue to receive ?? full support. The draft law is inconsistent with ?? aspirations and ?? norms and values. https://t.co/I6ri1E1uVR
— Maaike van Koldam (@MaaikevanKoldam) February 25, 2023
შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, ასევე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. „სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიის, განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველია“.
?? draft law on “agents of foreign influence” is inconsistent with ?? norms and values, and with Georgia’s EU aspirations. Civil society and free media are at the core of democracy, development and EU integration. They will continue to have full ?? support. https://t.co/TlwIxquZPk
— Ulrik Tideström ???? (@UTidestrom) February 25, 2023
„ხალხის ძალამ“ 14 თებერვალს განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავეს უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. კანონპროექტმა 20 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სავალდებულო პროცედურა უკვე გაიარა და ის განსახილველად კომიტეტებს გადასცეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/02/2023 – გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში „შეშფოთებულია“ უცხოელი გავლენის აგენტებზე კანონპროექტით
- 25/02/2023 – ბორელის პრესსპიკერმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა
- 23/02/2023 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: საქართველომ არ უნდა მიიღოს „უცხოელ აგენტებზე“ კანონი
- 22/02/2023 – მმართველი გუნდი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის დადებით მხარეებზე საუბრობს
- 21/02/2023 – „ხალხის ძალა“ უცხოური გავლენების აგენტების შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტრირებს
- 20/02/2023 – პრეზიდენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
- 17/02/2023 – ომბუდსმენი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
- 17/02/2023 – საქართველოზე PACE-ის მომხსენებლები მოუწოდებენ პარტიებს არ მიიღონ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)