ახალი ამბები
2023 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 27 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.4%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა: დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიეროტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/12/2022 – საქსტატი: 2022 წლის III კვარტალში ქვეყნის მშპ 9.8%-ით გაიზარდა
- 30/12/2022 – ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა
- 30/11/2022 – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა
- 31/10/2022 – საქსტატი: სექტემბერში ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)