ახალი ამბები
ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.3%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.
2022 წლის პირველ ათ თვეში ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/10/2022 – საქსტატი: სექტემბერში ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა
- 30/09/2022 – აგვისტოში საქართველოს მშპ 10.5%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)