skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: სექტემბერში ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.8%-ით გაიზარდა.

10.2%-ით გაიზარდა ქვეყნის მშპ 2022 წლის პირველ 9 თვეში.

საანგარიშო პერიოდში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება; ინფორმაცია და კომუნიკაცია; მშენებლობა; სასტუმროები და რესტორნები; დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლება შეინიშნებოდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button