2022 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური შიდა პროდუქტი (მშპ) 11%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში.
ამავდროულად, 2022 წელს ეკონომიკა საშუალოდ 10.1%-ით გაიზარდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/12/2022 – ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა
- 30/11/2022 – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა
- 31/10/2022 – საქსტატი: სექტემბერში ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)