შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოსაწვევად მიმართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 19 დეკემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ომბუდსმენის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების ასარჩევად 22-23 დეკემბერს რიგგარეშე საპარლამენტოს სესიის მოწვევის თხოვნით მიმართა.
„იმედია, ფრაქციები შეძლებენ შეთანხმებას კანდიდატებთან დაკავშირებით და იქნება შესაძლებლობა, რომ კვალიფიციური უმრავლესობით შევარჩიოთ შესაბამისი პირები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში საშემოდგომო სესიები ზემოთ ხსენებულ პოზიციებზე კანდიდატურების არჩევის გარეშე 16 დეკემბერს დაასრულა. ამ დრომდე ვაკანტურია სახალხო დამცველის პოსტიც. აწ უკვე ყოფილ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 9 დეკემბერს ამოეწურა.
პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვისთვის ჯერ არ უპასუხია.
საგულისხმოა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გაცემული 12-რეკომენდაციიდან ერთ-ერთის თანახმად, „უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა“.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/06/2022 – ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
- 29/11/2022 – ქართული ოცნება და ოპოზიცია კონსულტაციებს ომბუდსმენობის 8 კანდიდატზე გააგრძელებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)