skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნება და ოპოზიცია კონსულტაციებს ომბუდსმენობის 8 კანდიდატზე გააგრძელებენ

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ომბუდსმენობის შემდეგ 8 კანდიდატზე გააგრძელებენ კონსულტაციებს:

  • ანა აბაშიძე – იურისტი; არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ხელმძღვანელი;
  • გიორგი ბურჯანაძე – იურისტი; საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
  • ლელა გაფრინდაშვილი – ფილოსოფოსი; არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის“ (WIE) თავმჯდომარე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ და მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • თინათინ ერქვანია – იურისტი; გერმანული სამართლებრივი კომპანია – Hengeler Mueller (ბერლინის ბიურო), იურისტი (მეცნიერთანამშრომელი – Research Assistant); ა(ა)იპ „კონსტიტუციური მმართველობის ცენტრი – საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; შპს, „თინათინ ერქვანია და პარტნიორები“; GIPA-ის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ბაზაზე არსებული კვლევითი ცენტრის – „სამართლისა და საზოგადოების კვლევითი ცენტრი გლობალურ კონტექსტში“ ხელმძღვანელი. სხვადასხვა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მიწვეული ლექტორი;
  • ნუგზარ კოხრეიძე – სლავური ფილოლოგიის მაგისტრი; ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე;
  • გიორგი მარიამიძე – იურისტი; ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი;
  • ქეთევან ჩაჩავა – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ორგანიზაცია „მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისათვის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; ორგანიზაცია „სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის“ თავმჯდომარე და გამგეობის წევრი; ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი;
  • იაგო ხვიჩია – იურისტი; საქართველოს პარლამენტის პარტია გირჩის დეპუტატი; საპროკურორო საბჭოს წევრი.

„ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებია, მაგრამ გამორიცხვის ხსენებული მეთოდით მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა მან.

მდინარაძემ ასევე განმარტა, რომ ჯამში ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან, 3-მა კანდიდატურა თავად მოხსნა, ერთმა კი – ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც აბაშიძესთან და ბურჯანაძესთან ერთად, არასამთავრობოების მიერ იყო ნომინირებული, საკომიტეტო გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი თავად თქვა.

„ბუნებრივია, ამ ადამიანებზე მსჯელობას არ და ვერ გავაგრძელებდით“, – დასძინა მან. რაც შეეხება დანარჩენ კიდევ 7 კანდიდატს, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, „გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია“.

ამავე თემაზე აგრეთვე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button