We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

პაპუაშვილი: „ევროკავშირი არ არის წმინდანების თავყრილობა“

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის შესახებ მმართველი პარტიის ხედვა წარმოადგინა.

„ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია მოიხსნა ვარდისფერი სათვალეები, რომლითაც უყურებდა სამყაროს და მათ შორის უყურებდა ევროპას. და ყველამ დაინახა, რომ ევროპა, ევროკავშირი როგროც ასეთი, არ არის წმინდანების თავყრილობა, რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს. ყველა ძალიან მშრალი, ძალიან პრაგმატული, გააზრებულ საკუთარ ინტერესბს ატარებს, და ეს ჩვენ დავინახეთ უკრაინა -რუსეთის ომის დროს, როდესაც შევხედეთ, რომ არავის ევროკავშირში, არავის ბრიუსლეში ჩვენი ინტერესბი არ ადარდებდათ. ყველამ გაგვწირა მაშინ ჩვენ, რუსეთთან ესკალაციისთვის, გაგვწირა ყველამ, მათ შორის, გაგვწირა მათი ენჯეობისა და ნაციონალური მოძრაობის ხელით, როდესაც გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„და მაშინ დაინახა, ქართველმა ხალხმა, რომ  ეს წარმოდგენა, რომ თითქოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის ღირებულება, რომელსაც ყველა ეტრფის, სინამდვილეში ეს არის კონსტრუქცია, რომელსაც პატარა ქვეყნებს აჯერებენ, რომ თითქოს სამყარო წესებზე დგას, და სინამდვილეში, ეს არის ცივი გათვლის და საკუთარი ინტერსების გატარების იგივე პოლიტიკა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმადე არსებობდა“.

This post is also available in: English

Back to top button