ახალი ამბები

პარლამენტმა ომბუდსმენობის კანდიდატებზე კომისიის შეფასებები გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტმა 13 ოქტომბერს ომბუდსმენობის კანდიდატებზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ შექმნილი შემფასებელი კომისიის შეფასებები გამოაქვეყნა.

9-წევრიანმა კომისიამ კანდიდატები შემდეგი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა: კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია; მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა; სათანდო პროფესიული ცოდნა და პრაქტიკურლი გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების სფეროში. კანდიდატებს თითოეული კრიტერიუმის მიხედვით მაქსიმუმ 10 ქულის მიღება შეეძლოთ.

პარლამენტი კანდიდატების განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც სულ ცოტა შვიდი კანდიდატი იქნება წარდგენილი. თუმცაღა კომისიის დასკვნას დეპუტატებისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო მნიშვნელობა აქვს – ქულები არ ნიშნავს, რომ სწორედ პირველი შვიდეულიდან აირჩევენ მომავალ სახალხო დამცველს.

დეტალური შედეგები

  1. ომბუდსმენობის მსურველთა მიერ ქულათა ჯამური რაოდენობის მიხედვით, 321 ქულით სიის სათავეშია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნომინირებული კანდიდარი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე.
  2. მას 288 ქულით ასევე უფლებადამცველების მიერ წარდგენილი კანდიდატი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი მოსდევს.
  3. 237 ქულით მესამე ადგილს ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე, ნუგზარ კოხრეიძე იკავებს.
  4. გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე – 231 ქულა;
  5. სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი – 223 ქულა;
  6. მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით – 221 ქულა;
  7. თინათინ ერქვანია – გერმანული სამართლებრივი კომპანია – Hengeler Mueller (ბერლინის ბიურო) – 221 ქულა;
  8. გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი – 171 ქულა;
  9. ლელა გაფრინდაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის“ (WIE) თავმჯდომარე – 166 ქულა;
  10. ქეთევან ჩაჩავა – ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი – 154 ქულა;
  11. სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – 152 ქულა;
  12. ნიკოლოზ ნიკოლაძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის მაგისტრი; საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი – 105 ქულა;
  13. ალექსანდრე კობაიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე – 78 ქულა;
  14. იაგო ხვიჩია – პარტია გირჩის დეპუტატი – 62 ქულა;
  15. ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – 56 ქულა;
  16. ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის „ახალგაზრდა იურისტთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე – 53 ქულა;
  17. გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი – 53 ქულა;
  18. მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი – 17 ქულა;
  19. ევგენია თავაძე – მედიცინის დოქტორი – 4 ქულა.

შეფასებები კრიტერიუმების მიხედვით

კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია

  1. ანა აბაშიძე – 79 ქულა;
  2. ნაზი ჯანეზაშვილი – 69 ქულა;
  3. ნუგზარ კოხრეიძე – 57 ქულა;
  4. თინათინ ერქვანია – 53;
  5. გიორგი ბურჯანაძე – 49.

მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა

  1. ანა აბაშიძე – 80 ქულა;
  2. ნაზი ჯანეზაშვილი – 65 ქულა;
  3. ნუგზარ კოხრეიძე 56 ქულა;
  4. მარიკა არევაძე, სერგო მახარაძე 52-52 ქულა.
  5. გიორგი ბურჯანაძე, თინათინ ერქვანია – 42-42 ქულა.

პროფესიული ცოდნა

  1. ანა აბაშიძე – 78 ქულა;
  2. ნაზი ჯანეზაშვილი – 77 ქულა;
  3. თინათინ ერქვანია – 75 ქულა;
  4. გიორგი ბურჯანაძე – 71 ქულა;
  5. მარიკა არევაძე – 64 ქულა.

პრაქტიკული გამოცდილება

  1. ანა აბაშიძე – 84 ქულა;
  2. ნაზი ჯანეზაშვილი – 77 ქულა;
  3. გიორგი ბურჯანაძე – 69 ქულა;
  4. ნუგზარ კოხრეიძე, სერგო მახარაძე – 64-64 ქულა;
  5. მარიკა არევაძე – 57 ქულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button