ომბუდსმენობის მსურველთა შეფასების ჯგუფის შემადგენლობა ცნობილია
27 სექტემბერს იმ 9-წევრიანი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა გახდა ცნობილი, რომელიც სახალხო დამცველობის მსურველებს შეაფასებს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ შექმნილი ჯგუფის შემადგენლობაში არიან:
- დავით ასათიანი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;
- თამარ ზარანდია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
- ნათია კუპრაშვილი – რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე;
- რაისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;
- ელენე რუსეცკაია – ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი;
- არნოლდ სტეფანიანი – მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე;
- ნინო ჩხობაძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი (1995-2004 წწ.);
- ეკა ციმაკურიძე – დემოკრატიის ინდექსი საქართველოს თავმჯდომარე;
- ლევან ცუცქირიძე – აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორი.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასების 9-წევრიანი სამუშაო ჯგუფის შექმნას პარლამენტის მიერ 9 სექტემბერს რეგლამენტში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, შეფასების ჯგუფის წევრები კანდიდატურებს მიუკერძოებლობის, მაღალი რეპუტაციის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი დავისუფლებების სფეროში პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით შეაფასებენ, რის შემდეგაც მათ დეპუტატებს წარუდგენენ.
პარლამენტი კანდიდატების განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც დეპუტატები მათგან მინიმუმ შვიდს შეარჩევენ.
ასევე წაიკითხეთ:
- სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის გამო შეშფოთებულია
- მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია ომბუდსმენის კანდიდატურას არ წარადგენს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)