skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ივნისში 20.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 19 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 20.7%-ით გაიზარდა და 6.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, 25.2%-ით – 1.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 18.9%-ით – 4.3 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.4 მლრდ აშშ დოლარს უდრიდა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 39.3%-ია.

წყარო: საქსტატი

2021 წლის იანვარ-ივნისში 944.1 მლნ აშშ დოლარით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. შემდეგ მოდიან – რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, და აშშ, 729.8 მლნ, 652.6 მლნ, 493.2 მლნ და 333.6 მლნ აშშ დოლარით.

289.9 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდიან – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა 263.7 მლნ, 244.4 მლნ, 164.5 მლნ და 137.9 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი 779.6 მლნ, 466.1 მლნ, 362.8 მლნ, 267.9 მლნ და 248.9 აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2021 წლის იანვარ-ივნისში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 391 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგია – მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 205.4 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 186.3 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 104.2 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 69 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 66.5 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 50.4 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 42.9 მლნ აშშ დოლარი; ტრიკოტაჟის ნაწარმი – 36 მლნ აშშ დოლარი; თხილი და სხვა კაკალი – 35.6 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 697.3 მლნ აშშ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში, მსუბუქი ავტომანქანები 371.4 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგია – სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 335.5 მლნ აშშ დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 327.2 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 174 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 168.3 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 92.1 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 63 მლნ აშშ დოლარი; მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის – 43.4 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 39.6 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი და მესლინი – 37.2 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 2.7 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button