
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 13.3%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9.79 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 14.6%-ით გაიზარდა და 2.59 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 12.8%-ით, 7.19 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47%-ია.
2025 წლის იანვარ-მაისში, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (567.4 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (330.6 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (282.3 მლნ აშშ დოლარი).
იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (1.095 მლრდ აშშ დოლარი), თურქეთი (1.075 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (808.6 მლნ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით – 974.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი იმპორტის 37.6%); მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 136.5 მლნ აშშ დოლარით (5.3%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 98.4 მლნ აშშ დოლარით (3.8%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 298.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.0% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 494.6 მლნ. აშშ დოლარით (6.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.2 მლნ. აშშ დოლარით (6.7%).
This post is also available in: English