Placeholder canvas
ახალი ამბები

პირველ კვარტალში რეალური მშპ 4.5%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 18 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მშპ 4.5%-ით შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში მიმდინარე ფასებში მშპ-ის მოცულობა 11.3 მლრდ დოლარი იყო, დეფლატორი კი – 6.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, მშპ-ის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა შემდეგ სექტორებში კლებამ იქონია – განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-54%); ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-34%); ხელოვნება, გართობა და დასვენება (-25.4%); მრეწველობა (-19.4%); უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.4%); ტრანსპორტი და დასაწყობება (-9%).

პარალელურად, რეალური მშპ-ის ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში – სამთომოპოვებითი მრეწველობა (50.3%); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.8%); ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.3%); საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (3.9%).

საქსტატი დაზუსტებულ მონაცემებს 2021 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button