
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 15.3%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და 2.01 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15.7%-ით, 5.74 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 3.73 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.
2025 წლის იანვარ-აპრილში მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (450 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (258.4 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (215.1 მლნ აშშ დოლარი).
იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.7% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (881.2 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (814.2 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (669.6 მლნ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით – 966.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი იმპორტის 16.8%); მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული), რომლის იმპორტმა 481.2 მლნ. აშშ დოლარი (8.4%) შეადგინა. ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 396.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%).
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 753.9 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია იკავებს 96.3 მლნ აშშ დოლარით (4.8%), ხოლო სპირტიანი სასმელები 76.5 მლნ აშშშ დოლარით (3.8%) მესამე ადგილზეა.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/04/2025 – 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 16.1%-ით გაიზარდა
- 28/03/2025 – 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 15.6%-ით გაიზარდა
- 19/02/2025 – 2025 წლის იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 39.3%-ით გაიზარდა
- 20/01/2025 – 2024 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობა 8%-ით გაიზარდა
- 13/12/2024 – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 6.6%-ით გაიზარდა
- 13/11/2024 – 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 5.5%-ით გაიზარდა
This post is also available in: English Русский