რესპუბლიკის ამბები
მაისი, 1921: საბჭოთა საქართველოში სურსათზე ფასები კატასტროფულად იზრდება
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივნისი, N2
ამბები საქართველოდან
ფასები სანოვაგეზე. მჭადის ფქვილი 100 000 მანეთზე მეტი (გაურკვეველია წონა). გირვანქა [0.5 კგ.] ხორცი – 10 000 მანეთი. კვერცხი თითო 1200-1300 მანეთი. ყველი გირვანქა 5 000 მანეთი და სხვა.
წყვილი ფეხსაცმელი ნახევარი მილიონი. წაღები მილიონ ნახევარი და სხვა.
ფასები ყოველ დღე მატულობს. სპეკულიაცია თავაშვებულია და წარმოუდგენელის სისწრაფით ვითარდება.