ახალი ამბები

ფოტოამბავი: თბილისში საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სამოქალაქო აქტივისტები და ისტორიკოსები, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ თაოსნობით, 30 ივლისს, ე.წ. „ჩეკას“ ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ და საბჭოთა პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

1937 წელს, ზუსტად ამ დღეს, არასასამართლო ორგანო – ე.წ „ტროიკა“ შეიქმნა, რის შემდეგაც პოლიტიკურმა რეპრესიებმა ახალი მასშტაბები შეიძინა. საბჭოთა რეპრესიებს ასობით-ათასი მოქალაქის, მათ შორის, ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

დღევანდელი ღონისძიება, კერძოდ, იმ მწერლებს მიეძღვნა, რომელთაც, სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, სასტიკად დევნიდა და ავიწროებდა საბჭოთა რეჟიმი; ბევრი მათგანი მოკლეს, ზოგი კი საბჭოთა შრომით ბანაკებში გადაასახლეს. აქტივისტებმა სიმბოლურად ამოიკითხეს 1920-1930-იანი წლების საბჭოთა ტერორის მსხვერპლი ქართველი მწერლების გვარები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button