ახალი ამბები

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს ვიდეოფორმატში შეხვდა, სადაც მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და უკრაინის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათ ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე მოვლენებზე და დაადასტურა საქართველოს „მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button