skip to content
რესპუბლიკის ამბები

შვედეთისა და დანიის სოციალისტური პარტიები საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობენ

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1

სოციალისტები და საქართველო

შვეციის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის რეზოლუცია

ბოლშევიკურმა რუსეთმა საზიზღარი ყაჩაღური თავდასხმა მოაწყო თავის მშვიდობიან მეზობელ – საქართველოზე, თუმცა ამისათვის არავითარი საბაბი არ მოეპოვებოდა. ეს თავდასხმა ააშკარავებს რუსეთის ცარიზმის ღირსეულ მემკვიდრეების, – რუსეთის ბოლშევიკების იმპერიალისტურ მისწრაფებებს, იმ ბოლშევიკების, რომელნიც დღეს დაპატრონებიან მთელ რუსეთს და სოციალიზმის მოციქულებათ მოაქვთ თავი.

ამ თავდასხმის სიბოროტეს განსაკუთრებით ნათელ ყოფს ის გარემოება, რომ საქართველოს მართავენ სოციალისტები, რომელთაგან ბევრნი ცნობილნი არიან მთელ მსოფლიოში, როგორც საუკეთესო მებრძოლნი რუსეთის ხალხის თავისუფლებისათვის. ისინი, როგორც დამცველნი დემოკრატიული პრინციპებისა, აღჭურვილნი არიან ხელისუფლებით ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისაგან.

შვეციის ს.-დ. მ. პარტია აღიარებს რა, რომ ბოლშევიკებმა უკუაგდეს ყველა სოციალისტური პრინციპები და ხელახლა უხეშათ დაარღვიეს ერთა თვითგამორკვევის უფლება, ენერგიულ პროტესტს უცხადებს საქართველოზე თავდასხმის გამო საბჭოთა მთავრობას, რომ გასთელოს მშვიდობიან, მშრომელ საქართველოს დამოუკიდებლობა.

დანიის სოციალისტური პარტიის რეზოლუცია დანიის სოციალისტური პარტია პროტესტს აცხადებს სოციალისტურ საქართველოს რესპუბლიკაზე საბჭოთა მთავრობის თავდასხმის გამო. ჩვენ ვაღიარებთ ერთა თვითგამორკვევის პრინციპს და იმ აზრს ვადგივართ, რომ საერთაშორისო სოციალისტური  დემოკრატია ვალდებულია იბრძო

მსგავსი/Related

Back to top button