რესპუბლიკის ამბები

თბილისში დაბრუნდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დაპატიმრებული საბჭოთა რესპუბლიკების დიპლომატიური მისიები

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 23 მარტი, N17.

ამხ. შიენმანის დაბრუნება

20 მარტს, დილის 4 საათზე ბათომიდგან თბილისში დაბრუნდა ამხანაგი შიენმანი [საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში აარონ შეინმანი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ თფილისზე განხორციელებული შეტევის შემდგომ დააპატიმრა, თფილისის დატოვების შემდეგ კი ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ ბათუმში გადაიყვანეს. შეინმანი ძირითადად მატარებლის პირველი კლასის ვაგონში იმყოფებოდა „შინაპატიმრობაში“ – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

თბილისში დაბუნდნენ აგრეთვე მენშევიკური მთავრობის მიერ დაპატიმრებული თანამშრომლები რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის და სომხეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მისიებისა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის თანამშრომლები [საბჭოთა რესპუბლიკების დიპლომატიური მისიები, რომლებიც ათეულობით თანამშორმლისგან შედგებოდა, წითელი არმიის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდგომ დააპატიმრა დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საბჭოთა რესპუბლიკების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები აქტიურ პროპაგანდისტულ და დაზვერვით საქმიანობას ეწეოდნენ დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, დაპატიმრებული კომუნისტები 1921 წლის თებერვალში ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] . თბილისში დაბრუნდა აგრეთვე ქუთაისიდან საბჭოთა რუსეთის სამხედრო წარმომადგენელი საქართველოში ნოე ჟორდანიას მთავრობასთან პავლე სიტინი [სწორედ სიტინი აწვდიდა კრემლსა და კავკასიაში XI წითელი არმიის მეთაურობას დაზვერვის მონაცემებს, მას დეტალურად ჰქონდა შესწავლილი საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], რომელიც დარჩება თავის თანამდებობაზე საქართველოში. 

მსგავსი/Related

Back to top button