რესპუბლიკის ამბები
9 მარტი, 1921: წითელი არმიის ნაწილები ქუთაისს მიუახლოვდნენ
წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.
აფხაზეთის ფრონტზე რუსულმა ნაწილებმა გადალახეს მდინარე ენგური და დაიკავეს ზუგდიდი.
მამისონიდან გადმოსული რუსული შენაერთების ერთი პოლკი აწარმოებდა ბრძოლებს წყალტუბოსა და ფარცხანაყანევის მიმართულებით და საღამოსათვის მიუახლოვდნენ სამტრედიას 10-15 კილომეტრით, ჩნდებოდა სერიოზული საფრთხე ქუთაისში მყოფი მთავრობისა და ჯარის ნაწილის ალყაში ჩავარდნისა.
საქართველოს რესპუბლიკა „დე იურედ“ ცნო ჰაიტიმ.