ახალი ამბები

განახლება: შიდაპარტიული დაძაბულობის ფონზე ნაცმოძრაობა საკრებულოებში წევრებს კარგავს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაძაბულობისა და პარტიის მოქმედ ლიდერს ლევან ხაბეიშვილსა და ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას შორის განხეთქილების ფონზე, პარტიის წევრები საკრებულოებს ტოვებენ. 6 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობა ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა დატოვა. სულ, ნაციონალური მოძრაობის ხობის ორგანიზაცია 30 წევრმა დატოვა.

ერთი დღით ადრე, 5 დეკემბერს, პარტია ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა დატოვა. იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ აღნიშნეს, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ ბევრი შეცდომა დაუშვა და დასძინეს, რომ ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავენ.

საკრებულოს წევრმა და ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის წევრმა მაია კალანდიამ ხაზი გაუსვა, რომ ისინი ძირითადი დემოკრატიული ღირებულებებისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მიზნის ერთგულნი რჩებიან.

4 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის რიგები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის წევრმა გიორგი კირთაძემ და პარტიის ბათუმის ოფისის რამდენიმე წევრმა დატოვა.

კირთაძე და სხვები, სავარაუდოდ, მელიას მომხრეები არიან. ერთობლივ ბრიფინგზე საუბრისას, კირთაძემ განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button