რესპუბლიკის ამბები
2 მარტი, 1921 წელი: წითელი არმიის ნაწილებმა ქალაქი ონი დაიკავეს
წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.
მამისონის უღელტეხილიდან გადმოსულმა რუსულმა რეგულარულმა და ოსურმა პარტიზანულმა შენაერთებმა დიდი ბრძოლების შემდეგ დღის 3 საათზე დაიკავეს ონი.
ქართულმა ნაწილებმა შეკრეს რაჭიდან ქუთაისისაკენ მიმავალი სამივე გზა: ონი-ქვაგატეხილა-შქმერი-საჩხერე-ქუთაისი; ონი-ამბროლაური-ტყიბული-ქუთაისი; ონი-ამბროლაური-რიონის ხეობა-ქუთაისი.
დიდი ბრძოლები გაიმართა აფხაზეთის ფრონტზე, ახალი ათონის პოზიციებზე. ქართველებმა შეძლეს პოზიციების შენარჩუნება.
რუსული შენაერთები დაეუფლნენ ქართული არმიის მიერ რელსებზე მიტოვებულ ჯავშანმატარებელ „რესპუბლიკელს“ და მას „საბჭოთა საქართველო უწოდეს“.