რესპუბლიკის ამბები
1 მარტი, 1921 წელი: გენერალ კვინიტაძის ბრძანებით მებრძოლები ხაშურთან გამაგრდნენ
წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.
გენერალ კვინიტაძის ბრძანებით ქართული ნაწილები განლაგდნენ ხაშურის აღმოსავლეთით. სამ ჯავშანმატარებელს უნდა ემოძრავა ხაშურიდან ქარელის ხიდამდე, და თუ შესაძლებლობა იქნებოდა მის გადაღმაც. გენერალ თაყაიშვილს ებრძანა გაეგრძელებინა პოზიციების გამაგრება სურამის უღელტეხილზე. მთავარსარდლის ბრძანება შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა: „სამშობლოს გადარჩენისათვის მოვითხოვ ყველა უფროსებისაგან ძალების სრულ დაჭიმვას და უსაზღვრო სამსახურს, რათა რაც კი არ დაგვიჯდეს მოპირდაპირის დამარცხებას მივაღწიოთ“.
რუსული დაზვერვის ინფორმაციით მეთერთმეტე არმიის წინ მდგომი ქართული ნაწილები ითვლიდნენ 5000 ქვეითსა და 300 კავალერისტს.
რუსულმა ნაწილებმა კიდევ ერთხელ აიღეს გაგრა აფხაზეთის ფრონტზე