რესპუბლიკის ამბები

26 თებერვალი, 1921: ქართული ჯარები გორისკენ იხევენ

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.

• დილის 8 საათიდან ქართულმა ძალებმა ორ კოლონად დაიწყეს უკანდახევა გორისაკენ . ჯარისკაცთა და გვარდიელთა ნაწილი ჯგუფ-ჯგუფად ტოვებდნენ თავიანთ შენაერთებს და მიდიოდნენ სახლებში.

• საქართველოს რევკომმა გამოსცა დეკრეტი მთელი სახელმწიფო ხელისუფლების ხელში აღების შესახებ.

• რევკომმა გამოსცა დეკრეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიისა და გვარდიის დაშლის შესახებ.

• რუსებმა შექმნეს ბათუმის მიმართულების ჯგუფი 3 მსროლელი და 4 ცხენოსანი ბრიგადის შემადგენლობით, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მეცხრე მსროლელი დივიზიის მეთაური კუიბიშევი. ჯგუფს დაევალა ქართული ჯარის დევნა მცხეთა-გორი-სურამის მიმართულებით და სურამის უღელტეხილის დაკავება.  

• სვიმონ მდივანი შეხვდა მუსტაფა ქემალ-ფაშას და პროტესტი გამოუცხადა თურქეთის ქმედების გამო. მან ქემალს განუცხადა, რომ თუ ართვინს ახლავე არ დაგვიბრუნებთ, ეს მაინც მოხდებაო, რადგანაც ეს ქალაქი უგზოობის გამო მოწყვეტილია თურქეთს და საქართველოდან არაფერს არ შევიტანთ და ცოტა ხნის შემდეგ თვითონ მოისურვებენ ჩვენთან დაბრუნებასო.  

მსგავსი/Related

Back to top button