ძველი ამბები

ალექსანდრე ლომთათიძე ერთა ლიგას მიმართავს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 25 თებერვალი, N43

რადიო ერთა ლიგას

თფილისის რადიო სადგურმა პარიზში გადასცა შემდეგი ერთა ლიგის თავმჯდომარე ლეონ ბურჟუას, ასლი ალბერტ ტომას.

„საბჭოთა  რუსეთი ომის გამოუცხადებლად ვერაგულად დაესხა თავს საქართველოს რესპუბლიკას ღამით, ამოხოცა მძინარე ჯარისკაცები და ოფიცრები და ყოველი მხრიდან შემოგვიტია. ვერაგი მტერი ამას არ სჯერდება. ჰაეროპლანებიდნა ყუმბარებს ესვრის თფილისს.

მივაქცევთ რა მთელი განათლებული კაცობრიობის ყურადღებას რუსეთის საბჭოთა მთავრობის ასეთ ველურობას, გამოვსთქვამთ ღრმა შეშფოთებას და ვაცხადებთ პროტესტს, რათა ევროპის ხალხებმა ხმა ამოიღონ საქართველოს დასაცველად ველურთა ურდოებისაგან. ქართველი ხალხი კი თავის მხრივ საქვეყნოდ აცხადებს, რომ მას შეურყევლად აქვს გადაწყვეტილი სამშობლოს დაცვა წითელი ბარბაროსებისაგან. ის იარაღით ხელში ბრძოლის ველზეა გასული, თავს დადებს იქ, მაგრამ თავისუფალ დემოკრატიულ სამშობლოს არ დასთმობს. ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე

მსგავსი/Related

Back to top button