skip to content
რესპუბლიკის ამბები

21 თებერვალი, 1921. გენშტაბი: თფილისთან მტრის ყველა შემოტევა მოვიგერიეთ, აფხაზეთის ფრონტზე საფრანგეთი გვეხმარება

გაზ. ერთობა, 1921 წლის 22 თებერვალი, N40

გენერალური შტაბის ცნობა

თფილისი, თებერვლის 21

ღამით 20-21 თებერვალს, მტერმა მიიღო რა მაშველი ძალები, ორჯერ შემოუტია ჩვენს ნაწილებს კოჯრის რაიონში. ორივეჯერ მოვიდნენ მტრის რაზმები ჩვენ სანგრებამდე. მტრის პირველი შემოეტევა მოვიგერიოთ ხელისასროლი ყუმბარებით, მეორე შემოტევა კი – ხიშტით ბრძოლამდე მივიდა. მიუხედავათ ჩვენი კარების მეტისმეტი დაღლილობისა მთელი ღამის სასტიკი ბრძოლის გამო, ჩვენი ჯარები ორჯერ გადავიდნენ კონტრ-შეტევაზე  და მამაცი თავდასხმით უკუ-აგდეს მტერი.

შემდეგში მტრის ყოველგვარი ცდა შემოტევისა მოგერიებული იქნა ჩვენების სროლით.

21 თებერვალს დილის 8 საათზე ჩვენი ძალების მიწოლის შემდეგ მტერმა დაიწყო უკან დახევა.

ღამის ბრძოლის დროს წამოვიყვანეთ ტყვეები, მათ შორის პოლიტკომი (პოლიტიკური კომისარი).

სოღანლუღის დასავლეთის რაიონში ჩვენმა რაზმმა ხელთ იგდო მტრის ყუმბარების ყუთი ყუმბარებით.

შავი ზღვის პირის მიმართულებით 20 თებერვალს აღმოჩენილ იქნა მტრის შემოტევა ადლერის მხრიდან. საფრანგეთის ესკადრა ჩვენ ტერიტორიის დაცვის საქმეში დახმარებას გვიწევს: ზარბაზნებიდან ესვრის ბალშევიკთა ჯარების ფრთას.

დანარჩენ მიმართულებებზე ცვლილებები არ მომხდარა.

მსგავსი/Related

Back to top button