რესპუბლიკის ამბები

თებერვალი, 1921: თფილისის მოქალაქეები ფრონტის დასახმარებლად ფულს აგროვებენ

გაზ. ერთობა, 1921 წლის 20 თებერვალი, N39

ფრონტის შეწირულობა გროვდება

19 თებერვალს დილის 10 საათზე ქალაქის გამგეობა შეუდგა ფრონტისათვის შემოწირულობათა შეგროვებას.

ქალაქში გამოვიდა რამოდენიმე ათეული ფურგონი და დროგები პლატაკეტბით და შესაფერი წარწერებით. ხალხი დიდის აღფრთოვანებით სწირავს. გროვდება მრავალი შემოწირულობანი.

10 თებერვალს დილის 10 საათიდან დაიწყება ქალაქში ყულაბებით ფულის შეგროვების ხელმძღვანელობას გაუწევენ ქალაქის საბჭოს ხმოსნები და სხვადასხვა ორგანიზაციები. შემოწირულობა მიიღება თვითმმართველობაში ქალაქის მოურავთან და საბჭოს მიერ არჩეულს სპეციალურ კომისიაში.

ფულის შეგროვება ყულაბებით

თფილისის ქალაქის გამგეობა აცხადებს რომ 20 თებერვალს დილის 8 საათიდან ქალაქში დაიწყება ყულაბებით ფულის შეგროვება.

გამგეობა მიმართავს მცხოვრებთ მოწოდებით არ დაიშურონ თავიანთი წვლილი ჩვენი მამაცი ჯარისათვის, რომელიც იცავს მტრისაგან ჩვენს სიცოცხლეს და ქონებას.

ფრონტის სასარგებლოთ

გენერალ-გუბერნატორი [ბენია ჩხიკვიშვილი] ინახულა იტალო-კავკასიის ბანკის მომსახურეთა დელეგაციამ, რომელმაც გადასცა მას ფრონტის სასარგებლოთ მოსამსახურეთა შორის შეკრებილი 290 500 მანეთი.

მსგავსი/Related

Back to top button