skip to content
რესპუბლიკის ამბები

12 თებერვალი, 1921: ტფილისისა და ბორჩალოს მაზრებში, რკინიგზასა და ტყიბულის მაღაროებში სამხედრო წესები გამოცხადდა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 15 თებერვალი, N35

სამხედრო წესები

რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით ამა წლის 12 თებერვლიდან ქალაქი ტფილისი, ტფილისისა და ბორჩალოს მაზრები რესპუბლიკის ყველა რკინის გზები და ტყიბულის მაღაროების რაიონი გამოცხადებულია სამხედრო წესებზე და გენერალ გუბერნატორად დანიშნულ ვარ მე იმ უფლებითა მინიჭებით, რომელიც აღნუსხულია კანონთა კრებულის 23 მუხლისა მე-19 დამატებაში და დამფუძნებელი კრების 1919 წლის 11 ნოემბრის დეკრეტში და დღეის რიცხვიდან შევუდექი დაკისრებულ თანამდებობის აღსრულებას.

გენერალ გუბერნატორი ბენიამინ ჩხიკვიშვილი

მსგავსი/Related

Back to top button