ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ მთავრობის სხდომაზე კობახიძე ეკონომიკისა და დანაშაულის საკითხებში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს

სამთვიანი ზაფხულის არდადეგების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მინისტრები 8 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე შეიკრიბნენ, სადაც მათმა ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისთვის ფულადი პრიზის დაგეგმილი გადაცემის შესახებ გააკეთა განცხადება და მმართველობის ყველა სფეროში მიღწეული პროგრესი შეაქო, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ ნარკოტიკების, არალეგალი უცხოელების, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში.

8 სექტემბრის მთავრობის სხდომამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა. კობახიძემ გამარჯვებას „ისტორიული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები პრიზის სახით 3 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო მომავალ თამაშებში გამარჯვების შემთხვევაში, იგივე ოდენობის ფულადი ჯილდო გამოიყოფა.

კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც წარმატებული იყო. მან ასევე  ისაუბრა სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილ სახსრებზე და აღნიშნა, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციით ჯამურად 700 მლნ ლარზე მეტია დანაზოგი და აღნიშნული თანხები მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზეა ორიენტირებული. კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, ნარკოდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

This post is also available in: English

Back to top button