Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

აკაკი ხოშტარიამ რესპუბლიკის თავდაცვის ფონდს 10 მილიონი მანეთი შესწირა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 6 თებერვალი, N28

თავდაცვის ფონდში

ამიერ-კავკასიის ბანკში თავდაცვის ფონდის მიმდინარე ანგარიშზე შეტანილია 21 750 000 მანეთი შემდეგი პირების მიერ: აკაკი მ. ხოშტარიამ შეიტანა 10 000 000 მანეთი, რუსეთ-სპარსეთის ამხანაგობამ „რუპეპრ“-მა 10 000 000 მანეთი, დ. კ. მამულაიშვილმა 250 ათასი მანეთი, ი. დადიანმა 250 ათასი მანეთი, ს. დ. ვიტაშვილმა 250 ათასი მანეთი, კ. ალშიბაიამ 1 მილიონი მანეთი.

მსგავსი/Related

Back to top button