რესპუბლიკის ამბები

საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს

გაზ. სამუსლიმანო საქართველო, 1920 წლის 21 დეკემბერი, N484

ერთა ლიგა და საქართველო

(ლიონის ცნობები)

ლიტვა, ესტონეთი და ლატვია უარჰყვეს 20 ხმით წინააღმდეგ 5-სა. საქართველო უარჰყვეს 14 ხმით წინააღმდეგ 10 ხმისა. ტეხნიკურ ორგანიზაციებში ეს სახელმწიფოები ისარგებლებენ იმავე უფლებით, როგორითაც ლიგის წევრები სარგებლობენ, აზერბაიჯანი, უკრაინა და ლიხტენშტეინი უარჰყვეს. ალბანეთი ლორდ რობერტ სესილის მოხსენების შემდეგ ერთხმად იქნა მიღებული სახელმწიფოების მიერ. საკითხი პატარა სახელმწიფოების მიღების შესახებ სათანადო კომისიებს გადაეცათ განსახილველად.

მსგავსი/Related

Back to top button