რესპუბლიკის ამბები
დეკემბერი, 1920: მთავრობამ გელათისა და შიო მღვიმის მონასტრის მოსავლელად ფული გამოყო
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 7 დეკემბერი, N278
მთავრობაში
უკანასკნელი დადგენილებანი.
მთავრობამ, მოისმინა რა მოხსენება მთავრობის თავმჯდომარისა ღვიმისა და გელათის მონასტერთა მდგომარეობის შესახებ, დაადგინა: იმ ღირებულებათა დასაცავად, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს დეკემბრის 1-დან დაწყებული 10 მილიონიან ფონდიდან ყოველთვიურად გაღებულ იქნას ღვიმის მონასტრისათვის 10 000 მანეთი და გელათის მონასტრისათვის 20 000 მანეთი.
თანახმად შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებისა მთავრობამ დაადგინა: დეკემბრის პირველიდან სოხუმის ეპარქიას ყოველთვიურად 25 00 მანეთი აძლიონ.