skip to content
რესპუბლიკის ამბები

ნოემბერი, 1920 წელი: ბათუმის ოლქში შავი ჭირი დამარცხებულია

გაზ. ბათუმის ფურცელი, 1920 წლის 28 ნოემბერი, N67

შავი ჭირის ლიკვიდაცია

[1920  წელს ახლად შემოერთებულ ბათუმის ოლქში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. ეპიდემიას გავრცელების კერის ლოკალიზებისათვის ხელისუფლებამ შეზღუდა მიმოსვლა ოლქსა და რესპუბლიკის დანარჩენ ტერიტორიას შორის. მხოლოდ იმ მოქალაქეებს ეძლეოდათ ოლქის დატოვების უფლება, ვისაც ჩატარებული ექნებოდათ შესაბამისი ვაქცინაცია. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

ოლქის მთავარმა ექიმმა ბ-ნმა გრიგოლ ელიავამ ჩვენს თანამშრომელს აცნობა რომ ბათუმში მოხდა სრული ლიკვიდაცია შავი ჭირისა.

შავ ჭირთან მებრძოლი შტატი და რაზმი უკვე განთავისუფლებულია მოვალეობის ასრულებისაგან.

ამავე დროს ბ-ნი საოლქო ექიმი გადმოგვცემს, რომ მას არ აქვს ბინა საოლქო კანცელარიისთვის და რაც უმთავრესია ის თავის დროზე ვერ ჰგზავნის ოლქში ვერც წამლეულობას და ვერც საექიმო პერსონალს გადასაზიდ საშუალებათა უქონლობის გამო.

მსგავსი/Related

Back to top button