რესპუბლიკის ამბები
საქართველოს ეკონომიკური მისია კონსტანტინე კანდელაკის მეთაურობით რომს ეწვია
გაზ. ერთობა, 1920 წლის, 20 ნოემბერი, N261
მინისტრი კ. კანდელაკი რომში
რომი. იტალიის გაზეთები გადმოგვცემენ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კანდელაკის რომში ჩასვლის აღსანიშნავად საზეიმო სადილი გაიმართაო. სადილს დაესწრენ იტალიის ვაჭრობა-მრეწველობის გამოჩენილი წარმომადგენლები: სენატორი მარკონი, პელიანი, ბონდი, იტალიის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი გალიანი, იტალიაში მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი ჯაყელი, აფხაზი, ზუბალოვი და სხვა. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა დამსწრეთ და გამოთქვა რწმენა, რომ მომავალში იტალიასა და საქართველოს შორის მეგობრული განწყობილება უფრო განმტკიცდება (საქართველოს დეპეშათა სააგენტო).