skip to content
ახალი ამბები

ცესკო: 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 279 947 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 36.45%-ია.

ცესკოს ინფორმაციით, რეგიონებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 49.5% – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 33.9% ქვემო ქართლში გამოვლინდა. დედაქალაში ამომრჩევლების აქტივობა 34.2%-ს შეადგენს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 34.79% იყო.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 600-ზე მეტი უბანია გახსნილი.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button