Placeholder canvas
ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 15 საათისთვის 34.79% შეადგინა



ამომრჩევლები 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საბურთალოს ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე ხმას აძლევენ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 15 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნების დახურვამდე 5 საათით ადრე, 1 222 634 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 34.79%-ს შეადგენს, ცესკოს თანახმად.

ოთხი წლის წინანდელ საპარლამენტო არჩევნებზე 15 საათისთვის ამომრჩეველთა 44.99%-ს ჰქონდა უკვე კენჭისყრაში მონაწილეობა მიღებული.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ 15 საათისთვის მნიშვნელოვანი დარღვევების ერთეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებზე გაავრცელეს ინფორმაცია, მათ შორისაა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების – 18, ბიულეტენის არ დამოწმების – 2, საარჩევნო უბანზე აგიტაციის – 2, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის – 2, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის – 1, წილისყრის პროცედურის დარღვევის – 1, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის – 1 და უბანზე არეულობის 1 შემთხვევა.



საარჩევნო უბნის წარმომადგენელი მარკირების პროცედურას ახორციელებს  საპარლამენტო არჩევნების დროს, 8 ოქტომბერი, 2016 წელი.  ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ორგანიზაციამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია მარკირების გარეშე ხმის მიცემის 4 შემთხვევის შესახებ.

ეს ოთხი შემთხვევა არ მოიცავს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ილია მეორეს მიერ ხმის მიცემის შემთხვევას; „ნეტგაზეთის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პატრიარქმა, რომელმაც ამომრჩევლებს მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა, ხმა მარკირების პროცედურის გავლის გარეშე მისცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button