ახალი ამბები

ცესკო: 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41 %-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 681 583 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 19.41%-ია.

ცესკოს ინფორმაციით, რეგიონებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 28.3% – რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 17.9% აჭარაში გამოვლინდა. დედაქალაში ამომრჩევლების აქტივობა 18.2%-ს შეადგენს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 19.81% იყო.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 600-ზე მეტი უბანია გახსნილი.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button