ახალი ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის – 19.81%

საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 12 საათის მდგომარეობით 695 948 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 19.81%-ს შეადგენს, ცესკოს თანახმად.

ოთხი წლის წინანდელ საპარლამენტო არჩევნებზე 12 საათისთვის ამომრჩეველთა მეოთხედზე მეტს – 25.88%-ს ჰქონდა უკვე კენჭისყრაში მონაწილეობა მიღებული.

12 საათის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით ყველაზე აქტიური კვლავ 58-ე ოლქია,  რომელიც ამბროლაურს, ონს, ცაგერს, ლენტეხსა და მესტიას მოიცავს და სადაც რეგისტრირებული 13 297 ამომრჩევლის 30.5%-მა მისცა უკვე ხმა. ცესკომ მონაცემებით, ყველაზე პასიური ისანში ავლაბრის მაჟორიტარული ოლქია, სადაც შუადღისთვის ამომრჩევლის მხოლოდ 15.1%-მა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. 

მსგავსი/Related

Back to top button