skip to content
რესპუბლიკის ამბები

ბათუმის ოლქის ადგილი და როლი დემოკრატიულ რესპუბლიკაში

გაზ. ბათუმის ფურცელი, 1920 წლის 10 სექტემბერი, N2

ბათუმი 10 სექტემბერი

ბათომი როცა ტყვეობაში იყო და მას სჯიჯგნიდა  იმპერიალისტების უხეში ხელი, ქართველი დემოკრატია, სისტემურად და შეგნებულად იბრძოდა მის დასახსნელად.

როცა მეფის მთავრობამ ას და ორას ქართველ მაჰმადიანს სიცოცხლის წართმევა დაუპირა, ამ დროს საწამებლად გამზადებულთა ქომაგად და დამფარველად წარმოდგა ქართველი დემოკრატია.

დემოკრატიას ბუნების ცენტრი მუდამ ბათუმში ჰქონდა. საიდანაც მან ახლო წარსულში დაიწყო გაწვრთნილ მებრძოლ გუნდების გამოყვანა.

ჩვენი დემოკრატია, რომელიც მთელ კავკასიის დემოკრატიას უკაფავდა და უნათებდა გზას, გულნატკენი იყო ბათომის ტანჯვით და წამებით.

ქართველი დემოკრატია ბათუმს არ შორდებოდა და მუსულმან ხალხის ვაებას შუაზე იყოფდა.

ამ დემოკრატიის შემოქმედების ერთი სურათგანი იყო 7 ივლისს „მიწიდან“ ლამაზად შეიარაღებული გვარდიის გუნდების ამოძვრენა რომელმაც ანტანტის გენერალიტეტს თვალები დაუყენა.

სასწაული იყო ეს ამბავი, ქალაქში ყოველ ქართველს სდევნიდენ, ხოლო ამ დროს ჩვენი მშრომელი მასა აქ დემოკრატიის მებრძოლ რაზმებს წვრთნიდა. დღის სიცხადეში გამოჩნდა ჩვენი დემოკრატიის ნიჭი და უნარიანობა. თავის თავად ცხადია რომ ერი რომელსაც ასეთი დემოკრატია ჰყავს უიმედო ვერ იქნება.

დღეს ამ დემოკრატიის მხნე და თავდადებულ მუშაობას ჩვენ ველით ბათუმის ოლქში. ბათუმის მხარეს ბევრი ავანტიურისტი უთვალთვალებს. აქ ბედის საძიებელო სცენის მოსაწყობად, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ხალხს არავის მივსცემთ ახალ განსაცდელისკენ დასაქანებლად.

გარდა სარწმუნოების სხვაობისა აქაური მშრომელი ხალხი დანარჩენ საქართველოს მშრომელ ხალხისაგან არ ირჩევს თავს. სარწმუნოების გზაზე საქართველომ ყველ თავისუფალჰყო, ე. ი. ყველა მორწმუნეს სრული საშუალება ეძლევა საკუთარ ღმერთზე ლოცვისა და ღვთის მსახურებისა. სხვა მხრივ მშრომელ ელემენტს და ჩვენს დემოკრატიას სავალი გზა ერთნაირი აქვთ. აი, აქეთ ხალხის გამოფხიზლებით და მის დემოკრატიულ აღზრდისაკენ უნდა მიემართოს ჩვენი მუშაობა, ბათუმის და მისი სოფლების ხალხი ელის ჩვენს მუშაობას და არ უნდა დაყოვნდეს ეს.

დემოკრატია ავალებს მისგან არჩეულ მთავრობას, რომ მან სასტიკი კონტროლი გაუწიოს ბათუმსა და მის ოლქში სამმართველო დარგების სიჯანსაღეს, დროზე იქმნას გაგებული და დაკმაყოფილებული ხალხის აუცილებელი საჭიროებანი, ამ თავიდანვე ვრცელდებოდეს სამეურნეო და საყოველთაო სწავლა-განათლება, სოფლებში დაგზავნილ იქმნან ექიმები და ჩვენი მოქმედებით მომზადდეს ძირეული მუხვრეძი ოლქის სამმართველო ასპარეზზე დასაყენებლად. ჩვენ ვიცით, რომ რესპუბლიკის მთავრობის მუშაობა აქეთკენ არის მიმართული, მისი ცხოვრებაში განამდვილება მთავრობამ უნდა დააჩქაროს, რაშიც დემოკრატია მას მხურვალე თანამშრომლობას გაუწევს.

საქართველოს დემოკრატია შესძლებს ბათომის ოლქში ხალხის საყოველთაო გამოფხიზლებას, ხალხოსნურ შეგნების შეტანას და მის საკუთარ ფეხზე დაყენებას. ეს მისწრაფება საქვეყნო და საერთოა. აქეთკენ ვეძახით ჩვენ ყველას და ვინც ჩვენთან არ იქნება ის ხალხის მტერია…

მსგავსი/Related

Back to top button