რესპუბლიკის ამბები
The Times: საქართველოს ევროპელი პოლიტიკოსები ეწვევიან
გაზ. ერთობა, 1920 წლის 3 სექტემბერი, N200
ევროპის მუშათა მისია საქართველოში
4 აგვისტოს „მორნინგ პოსსტ“-ში და „ტაიმსში“ დაბეჭდილია შემდეგი: ჟენევა, აგვისტოს 3. საქართველოს (ტრანსკავკასია) სოციალისტური მთავრობის მიპატიჟებით მუშათა მისია ეწვევა ამ ქვეყანას მომავალ თვეში იქ სოციალურ და პოლიტიკურ პირობების გამოსარკვევათ. მისიაში შევლენ ბატონები ვანდერველდე, ჰიუსმანი და დე ბრიუკერი (ბელგია), ბატონები რამზეი მაკდონალდი და თომ შოუ და მისის ეთელ სნოუდენი (დიდი ბრიტანეთი) და შესაძლებელია კარლ კაუცკი (გერმანია).
ვიზიტის მიზანია საქართველოს პირობები შეადაროს სხვა ქვეყნის პირობებთან.
მისია სექტემბრის სამს გაემგზავრება.