ახალი ამბები

მეორე ტურები: ქართულმა ოცნებამ 27 მაჟორიტარული ოლქი მოიგო, ოპოზიციამ – 15

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, 30 ოქტომბრის მეორე ტურებში ქართულმა ოცნებამ 27 მაჟორიტარული ოლქი მოიგო, ოპოზიციამ – 15.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურების შედეგად ჯამში საკრებულოებში დამატებით 7 მანდატი მოიპოვა. პარტიამ ქარელის #3, ოზურგეთის #6, მარტვილის #3, წალენჯიხის #4, #6 და #9, ასევე ჩხოროწყუს #2 მაჟორიტარული ოლქები მოიგო.

გიორგი გახარიას პარტია საქართველოს კანდიდატებმა გაიმარჯვეს ოზურგეთის #1, წალენჯიხის #1, ჩხოროწყუს #5, #6 და #7, ასევე ხულოს #1 მაჟორიტარულ ოლქებში. ჯამში, მეორე ტურების შედეგად, ყოფილი პრემიერის პარტიამ საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში კიდევ 6 მანდატი მოიპოვა.

თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა მოიგო ლენტეხის #5, ევროპელი სოციალისტების კანდიდატმა კი – მარტვილის #9 მაჟორიტარული ოლქი.

წინასწარი შედეგებით, დანარჩენ ოლქებში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თბილისი – #3 ოლქი (საბურთალო)

  • ავთანდილ ცინცაძე – ქართული ოცნება – 55.523% (37289 ხმა);
  • ბორისი ყურუა – გირჩი-მეტი თავისუფლება – 44.477% (29 871 ხმა).

რუსთავი – #6 ოლქი

  • გრიგოლ ვეფხვაძე – ქართული ოცნება – 53.375% (4 444 ხმა);
  • ერეკლე დოლიძე – საქართველოსთვის – 46.625% (3 882 ხმა).

ყვარელი – #9 ოლქი

  • მამუკა ბერიაშვილი – ქართული ოცნება – 54.911% (492 ხმა);
  • რატი ტურაშვილი – საქართველოსთვის – 45.089% (404 ხმა).

ახმეტა – #3 ოლქი

  • ელდარ ბაღაკაშვილი – ქართული ოცნება – 61.504% (679 ხმა);
  • მალხაზ მაჩალიკაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 38.496% (425 ხმა).

თიანეთი – #1 ოლქი

  • ზვიად ზვიადაური – ქართული ოცნება – 50.44% (803 ხმა);
  • ნანა ცალუღელაშვილი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის – 49.56% (789 ხმა).

დუშეთი – #1 ოლქი

  • გიორგი ინაშვილი – ქართული ოცნება – 78.345% (890 ხმა);
  • იოსებ ბუჩაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 21.655% (246 ხმა).

კასპი – #5 ოლქი

  • ბადრი ჯანიაშვილი – ქართული ოცნება – 62.035% (817 ხმა);
  • ვალერი ბაკიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 37.965% (500 ხმა).

ქარელი – #1 ოლქი

  • ყარამან როინიშვილი – ქართული ოცნება – 54.71% (1 510 ხმა);
  • თემურ ხოსრუაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 45.29% (1 250 ხმა).

ქარელი – #3 ოლქი

  • მურთაზ ცისკაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 52.178% (1 054 ხმა)
  • გიორგი გრიგალაშვილი – ქართული ოცნება – 47.822% (966 ხმა).

ხაშური – #7 ოლქი

  • დავით მეტრეველი – ქართული ოცნება – 62.248% (1 235 ხმა);
  • თემურ ვარდოშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 37.752% (749 ხმა).

ონი – #4 ოლქი

  • მადლენა მეტრეველი – ქართული ოცნება – 56.522% (195 ხმა);
  • თამაზ მეტრეველი – საქართველოსთვის – 43.478% (150 ხმა).

ონი – #7 ოლქი

  • მამუკა ყვალაშვილი – ქართული ოცნება – 60% (174 ხმა);
  • თეიმურაზ დევიძე – ლელო საქართველოსთვის – 40% (116 ხმა).

ლენტეხი – #5 ოლქი

  • გიორგი შავრეშიანი – თავისუფალი საქართველო -54.268% (178 ხმა).
  • ბერდია ზურაბიანი – ქართული ოცნება – 45.732% (150 ხმა)

სამტრედია – #8 ოლქი

  • პაატა კოხრეიძე – ქართული ოცნება – 56.893% (747 ხმა).
  • ალექსანდრე კოხრეიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.107% (566 ხმა).

ჭიათურა – #12 ოლქი

  • ვახტანგ ცუცქირიძე – ქართული ოცნება – 57.451% (640 ხმა);
  • რემი ბიწაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა – 42.549% (474 ხმა).

წყალტუბო – #11 ოლქი

  • რევაზი დიდავა – ქართული ოცნება – 58.943% (636 ხმა);
  • ლადო ყაველაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 41.057% (443 ხმა).

ოზურგეთი – #1 ოლქი

  • გიორგი სირაძე – საქართველოსთვის – 54.461% (1 404 ხმა).
  • ლელა საჯაია – ქართული ოცნება – 45.539% (1 174 ხმა);

ოზურგეთი – #6 ოლქი

  • რაინდი დუმბაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 54.528% (1 397 ხმა)
  • გიორგი ჩაგანავა – ქართული ოცნება – 45.472% (1 165 ხმა).

ოზურგეთი – #11 ოლქი

  • ნინო – მახარაძე – ქართული ოცნება – 53.855% (1 376 ხმა);
  • დათა მიქელაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი – 46.145% (1,179 ხმა).

ოზურგეთი – #12 ოლქი

  • ტიტე მგელაძე – ქართული ოცნება – 7.315% (1 093 ხმა);
  • შალვა თავდიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.685% (814 ხმა).

ჩოხატაური – #10 ოლქი

  • ზვიადი მამალაძე – ქართული ოცნება – 51.717% (467 ხმა);
  • მამუკა ჯინჭარაძე – საქართველოსთვის – 48.283% (436 ხმა);

სენაკი – #3 ოლქი

  • გიგა წურწუმია – ქართული ოცნება – 53.055% (1,806 ხმა);
  • ლაშა კუჭავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 46.945% (1,598 ხმა).

სენაკი – #8 ოლქი

  • შაქრო კაკაია – ქართული ოცნება – 53.94% (664 ხმა);
  • მამუკა აბშილავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – UNM – 46.06% (567 ხმა).

მარტვილი – #3 ოლქი

  • კობა ასაბაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 50.72% (493 ხმა);
  • გიორგი გაბუნია – ქართული ოცნება – 49.28% (479 ხმა).

მარტვილი – #8 ოლქი

  • მინდია გაბისონია – ქართული ოცნება – 50.097% (775 ხმა);
  • ზურაბ ბიგვავა – საქართველოსთვის – 49.903% (772 ხმა).

მარტვილი – #9 ოლქი

  • გიორგი ჯიჯელავა – ევროპელი სოციალისტები – 50.446% (678 ხმა);
  • გოგი ბასილაია – ქართული ოცნება – 49.554% (666 ხმა).

ზუგდიდი – #4 ოლქი

  • ირაკლი ჯანაშია – ქართული ოცნება – 52.173% (1 753 ხმა);
  • ზვიად ჯღარკავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 47.827% (1 607 ხმა).

წალენჯიხა – #1 ოლქი

  • გელა აბულაძე – საქართველოსთვის – 53.457% (1 879 ხმა);
  • ვალერიანე კვარაცხელია – ქართული ოცნება – 46.543% (1,636 ხმა).

წალენჯიხა – #4 ოლქი

  • მამუკა მიქავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 50.348% (724 ხმა);
  • ლირა ღურწკაია – ქართული ოცნება – 49.652% (714 ხმა).

წალენჯიხა – #5 ოლქი

  • ნანა კეკუა – ქართული ოცნება – 53.463% (772 ხმა);
  • ბელა კვირკვია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 46.537% (672 ხმა).

წალენჯიხა – #6 ოლქი

  • რომან კვარაცხელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 50.115% (655 ხმა);
  • ვლადიმერი კვარაცხელია – ქართული ოცნება – 49.885% (652 ხმა).

წალენჯიხა – #9 ოლქი

  • დათო მესხია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 50.125% (401 ხმა);
  • ბაკურ სონგულია – ქართული ოცნება – 49.875% (399 ხმა).

ჩხოროწყუ – #1 ოლქი

  • ჯანო პერტაია – ქართული ოცნება – 52.383% (1,011 ხმა);
  • რამაზ გულუა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 47.617% (919 ხმა).

ჩხოროწყუ – #2 ოლქი

  • ვარლამ სიჭინავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 51.381% (837 ხმა);
  • მამუკა ფიჩხაია – ქართული ოცნება – 48.619% (792 ხმა).

ჩხოროწყუ – #5 ოლქი

  • შოთა წურწუმია – საქართველოსთვის – 57.152% (931 ხმა);
  • დათო კვირტია – ქართული ოცნება – 42.848% (698 ხმა).

ჩხოროწყუ – #6 ოლქი

  • ტარიელ შენგელია – საქართველოსთვის – 56.055% (861 ხმა);
  • ნუგზარ ჯალაღონია – ქართული ოცნება – 43.945% (675 ხმა).

ჩხოროწყუ – #7 ოლქი

  • აჩიკო ცირამუა – საქართველოსთვის – 50.479% (896 ხმა);
  • გოგა თოლორდავა – ქართული ოცნება – 49.521% (879 ხმა).

ქედა – #2 ოლქი

  • ოთარ ხარაძე – ქართული ოცნება – 50.779% (619 ხმა);
  • ევგენ ცინცაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 49.221% (600 ხმა).

ხელვაჩაური – #5 ოლქი

  • ელიზბარ ზოიძე – ქართული ოცნება – 51.791% (1 952 ხმა);
  • მამუკა ჯევაიში – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 48.209% (1 817 ხმა).

ხელვაჩაური – #6 ოლქი

  • შოთა ფუტკარაძე – ქართული ოცნება – 51.349% (1,732 ხმა);
  • დავით დუმბაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 48.651% (1 641 ხმა).

ხულო – #1 ოლქი

  • ირაკლი ბოლქვაძე – საქართველოსთვის – 57.576% (342 ხმა);
  • ლევან მახარაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.424% (252 ხმა).

ხულო – #2 ოლქი

  • ნადიმ დეკანაძე – ქართული ოცნება – 53.504% (1 191 ხმა);
  • თენგიზ შანთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 46.496% (1 035 ხმა).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button