რესპუბლიკის ამბები
ქალაქ კოჯორსა და თფილისს შორის ტრამვაის ხაზის გაყვანა იგეგმება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 1 სექტემბერი, N197
ელექტრონის გზა თფილისსა და კოჯორს შორის.
აგვისტოს 31-ს საღამოს 8 საათზე ქალაქთა კავშირის ბინაზე თფილისის და კოჯრის ქალაქის თვითმმართველობათა წარმომადგენლების შეერთხებული სხდომა შესდგება. სხდომაზე განიხილავენ საკითხს თფილისსა და კოჯორს შუა ელექტრონის გზის გაყვანის შესახებ.