რესპუბლიკის ამბები

თფილისში მონტესორის სისტემის დანერგვის კურსები გაიხსნა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 აგვისტო, N179

მონტესორის კურსების გახსნა

აგვისტოს 10-ს ვაჟების პირველ გიმნაზიაში ზეიმით გაიხსნა მონტესორის სისტემის კურსები.

კურსები გახსნა ქალაქის თავის მოვალეობის აღმსრულებელმა ბატონმა კონიაშვილმა, რომლის შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა კურსების მოსაწყობად მილანიდან ეხლახან მოსულმა ქალბატონმა კონდულმარიმ: „ნება მომეცით, იტალიის წარმომადგენელი ქალი, პირველ ყოვლისა, მოგესალმოთ იტალიის ხალხისა და განსაკუთრებით მილანში არსებულ ჰუმანიტარულ საზოგადოების სახელით, რომელიც უკანასკნელ 12 წლის განმავლობაში დაუღალავათ შრომობს და ხელს უწყობს მუშათა ბავშვების მონტესორის სისტემით განვითარებას.

მილანში გავიგე რა რომ საქართველოში გადასწყდა აღნიშნული კურსებისა და ამავე სისტემაზე საბავშვო ბაღების გახსნა, მე აღფრთოვანებით გადავსწყვიტე მთელი ჩემი ღონე და გამოცდილება მომენდომებია საქართველოში ამ საქმის კარგად დაყენებისათვიის“.

ლექციების კითხვა აგვისტოს 11-ს დაიწყება.

მსმენელი სულ 40 კაცია. კურსები თვე ნახევარს გაგრძელდება (დეპეშათა სააგენტო).

მსგავსი/Related

Back to top button